SeLTAME 2025
ISSN 2720-7803
2025 წლის 24-25 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უცხო ენების ინსტიტუტი (ლიეტუვა) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:
მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის სამუშაო თემები და სექციები:
საპანელო პრეზენტაციები: სასწავლო მასალები და დამატებითი წყაროები.
ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 აგვისტო
დასტური მონაწილეობის შესახებ: 2025 წლის 17 აგვისტო
საკონფერენციო მოსაკრებელი:
ძირითადი მომხსენებლები - 100 ლარი
დოქტორანტები - 70 ლარი
ონლაინ მონაწილეობა:
ძირითადი მომხსენებლები - 70 ლარი
დოქტორანტები - 50 ლარი
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
თეზისები უნდა დარეგისტრირდეს საიტზე: seltame.tsu.ge (მარჯვენა მხარეს მოცემულია სარეგისტრაციო ფანჯარა).
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: seltame@tsu.ge